понедельник, 7 ноября 2011 г.

ჩემი სოფლის მდინარე – გუბაზეული

 პროექტის  თემა:  ჩემი სოფლის მდინარე – გუბაზეული
პროექტის მიზანი:         ექსკურსიის მოწყობა გუბაზეულის ხეობაში სანაპიროს გაცნობა–დასუფთავების მიზნით,რათა შევინარჩუნოთ  ბუნება და დავიცვათ საკუთარი სიცოცხლე. შევქმნათ ეკოლოგიურად სუფთა გარემო.მდინარის სანაპიროზე შეგროვებული შეშით დაეხმარონ მარტოხელა მოხუცების  ოჯახებს.
პროექტის აღწერა: ექსკურსია გუბაზეულის ხეობაში.
მონაწილეთა ასაკი: 12–13 წელი.
ვადა: 15 დღე
პროექტის შესაძლო აქტივობები: ხალხური თქმულებებისა და სიმღერების შეგროვება მდინარე გუბაზეულის შესახებ. ლამაზი ხედების გადაღება.დაბინძურებული ადგილების გაწმენდა.
მოსალოდნელი შედეგები: ბავშვებმა შეძლონ გაუზიარონ სხვებს თუ რა გაიგეს ამ პროექტიდან. შექმნან ფოტო ალბომი.ხალხური თქმულებების ჩაწერა ამავე ალბომში. გაუღრმავდებათ ცოდნა მდინარის სარგებლობაზე.
მის როლზე სოფლის სინამდვილეში. მიეჩვევიან გაუფრთხილდნენ ჩვენი სოფლის ამ დიდ სიმდიდრეს,სილამაზეს.
სამუშაო ენა: ქართული.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი–გაუღრმავდებათ სიყვარული  ბუნებისადმი. მიეჩვევიან ხელი შეუწყონ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას.